2008/12/26

ბლოგი შექმნილია GEARN/iEARN პროექტის

”ჩემი სახელი მსოფლიოში” ფარგლებში.

http://nameprojectgeo.blogspot.com/

დემეტრე
დემეტრე კუტალია
ზუგდიდის№2 საჯარო სკოლის
IX კლასის მოსწავლე

დემეტრე (ბერძნული)" მიწა–დედა", სხვაგვარი განმარტების მიხედვით "დემეტრასი". ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია(იგივე ცერერა). ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის–დემეტრე(იგივე დიმიტრი) თავდადებულს. დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა, სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი(ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა). უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში: დემეტრაძე, დემეტრაშვილი. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია:დიტო, მიტო, დუტუ
ჩემი სახელია დემეტრე. სახელ "დემეტრე"-ს წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას, ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ქალღმერთს დემეტრას.
ანტიკურ ეპოქაში კოლხებსა და ბერძნებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. განვითარებული იყო ვაჭრობა, რაც ევროპული ცივილიზაციის შემოსვლას უწყობდა ხელს. კოლხები არ იყვნენ მომთაბარე ტომები. ძირითადად მისდევდნენ მიწათმოქმედებას.
ალბათ ამიტომაც გავრცელდა საქართველოში, მიწათმოქმედების ქვეყანაში ნაყოფიერების ქალღმერთის დემეტრას სახელი.
ჩემს გვარში დემეტრე არავის არ ერქვა. პირველი სწორედ მე ვარ. ეს სახელი დედამ შემარქვა ბრწყინვალე ქართველი მეფეების - დემეტრე I_ისა და დემეტრე II_ის საპატივცემლოდ.
ჩემი სეხნია მეფეები საქართველოს ისტორიაში თავიანთი კეთილგონიერი საქმეებით და ღვთისადმი უსაზღვრო რწმენით დამკვიდრნენ.

დემეტრე I


ერთიანი საქართველოს მეფე დემეტრე I ახლგაზრდობაში სიმამაცით გამოირჩეოდა. აქტიურ მონაწილეობას იღებდა დიდგორისა და შირვანის ომებში. მან დაიბრუნა წართმეული დმანისი და ხუხანი. საყურადღებოა მისი სამწერლო შემოქმედება. დღემდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I_ის „შენ ხარ ვენახი“ ახლაც ცოცხალი საგალობელია.

დემეტრეII



დემეტრე II_ის მეფობის ჟამს ქვეყანა მონღოლთა ბატონობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. დემეტრემ „აღაშენნა ქუეყანანი მოოხრებულნი“. აქტიურად იბრძოდა მონღოლთა ომებში ყაენის გულის მოსაგებად. მაგრამ ბედისწერამ საბოლოოდ მაინც მსხვერპლი მოსთხოვა. მისცა არჩევანის უფლება: მეფე თუ ერი. დემეტრემ თავი გასწირა ქვეყნის გულისთვის. რის გამოც ეწოდა თავდადებული და შეირაცხა წმინდანად.
ჩემი სახელი ძალიან მომწონს. ჩემს თაობაში ხშირი არ არის. როცა დემეტრეს მეძახიან ასე მგონია ჩემი დიდი წინაპრების მემკვიდრე ვარ და ერთიანი საქართველოსთვის ისევე თავდადებულად უნდა ვიბრძოდე, როგორც ჩემი სეხნია მეფეები.
ჩემი სახელის არაოფიციალური ფორმაა დემე.

დ - დიდებული
ე - ერთგული
მ - მამაცი
ე - ეფემერული
ტ - ტრადიციული
რ -რისკიანი
ე-ელეგრანტული

უტა


უტა ჭანტურია

ზუგდიდის №2 სკოლის X კლასის მოსწავლე

სახელი უტა შუმერული მზის ღვთაების სახელთან არის დაკავშირებული. სახელი უტა იშვიათად გცხვდება, უფრო გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში.ჩემს გვარში მოსახელე არავინ მყავს და არც მყოლია წინაპრებში. უტა დედამ დამარქვა. დედაჩემის საყვარელი მწერალია კონსტანტინე გამსახურდია, რომელსაც თურმე ბავშვობაში დედა უტას ეძახდა ("ლანდებთან ლაციცი"), მწერალმა თავის საყვარელ გმირს "დიდოსტატის მარჯვენაში" კონსტანტინე-უტა დაარქვა. დედამ კი კონსტანტინეს დიდი სიყვარულით თავის უფროს ვაჟიშვილს უტა დამარქვა.



მიხეილი


მიხეილ კუჭუხიძე
ზუგდიდის №2 სკოლის IX კლასის მოსწავლე.


შემოგთავაზებთ ინტერვიუს ჩემს მშობლებთან:
- გამარჯობა დედა, მამა?
- გამარჯობა შვილოძ
- რატომ დამარქვით ეს სახელი?
- იმიტომ, რომ გვსურდა მთავარანგელოზი მიქაელის მფარველობის ქვეშ ყოფილიყავი.
-რა გრძნობა გქონდათ როცა გავჩნდი?
- რა თქმა უნდა ბედნიერების შვილო.
-ბაბუას როგორი რეაქცია ქონდა როცა გავჩნდი?
- ბაბუას 3 შვილიშვილი გოგონა ჰყავდა და ხომ წარმოგიდგენია რა ბედნიერება და სიხარული მიანიჭე მას...


სახელი მიხეილი ძველი ებრაული წარმოშობისაა "ღვთის სწორს", "ღვთაებრივს" (სიტყვასიტყვით: "ვინც ღმერთივით არის"). ეს სახელი ებრაულიდან გავრცელებულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, სახელმა გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც‘ქ’ბერძნულშივე იქცა‘ხ’-დ, ‘ე’კი–‘ი’-დ და მივიღეთ მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში, მიხაილო, მიკოლა- უკრაინულში და ა.შ. ქართულში გვაქვს როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა...მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი–მიხელაშვილი, მიხელიძე.
ჩემთვის სასიამოვნოა როცა თვით ქვეყნის პრეზიდენტის სეხნია ვარ.
მიხეილ სააკაშვილი
დაიბადა ქალაქ თბილისში 1967 წლის 21 დეკემბერს. 
 

განათლება 

1995-1996 წ.წ
სწავლობდა დოქტორანტურაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნულ ცენტრში. 
1994 წ.
დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა, როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი. 
1992წ.
წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 

პოლიტიკური კარიერა 

1995-1999 წ.წ 
საქართველოს პარლამენტის წევრი. 
1995 წ. 
აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. 
24 იანვარი 2000 
აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 
12 ოქტომბერი 2000 
დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.  
 
2002 წ. 
სათავეში ჩაუდგა თბილისის საკრებულოს. 
2004 წლის 4 იანვარი 
ქართველმა ხალხმა ხმათა 97%-ით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.
2004წ. 
დასახელდა “ევროპული ხმის" ყოველწლიური კონკურსის “წლის ევროპელის" “ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქედ”. 
იანვარი 2005წ. 
მიხელი სააკაშვილი ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგინეს. 
მარტი 2005 წ.
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში წლის ადამიანად დასახელდა.
მიხეილ თუმანიშვილი
მიხეილ თუმანიშვილი 1921 - 1995
 

გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
1949 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (გ. ტოვსტონოგოვის კლასი). 1949-71 წლებში მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად, 1965-66 წლებში _ მთავარ რეჟისორად. 1971-75 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი. 1975 წლიდან _ კინოსტუდია “ქართული ფილმის” თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად (1973 წლიდან _ პროფესორი) მუშაობის დროს აღზარდა არაერთი ნიჭიერი მსახიობი. 


მიხეილ ჯავახიშვილი
"შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი."
ამ ზნეობრივი პრინციპით იცხოვრა მ. ჯავახიშვილმაც.  
მამა თავის ქალიშვილს ანდერძს უტოვებს: “შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარია. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, -შენი სიცოცხლეკი-შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი...”
ეს მამა უკვე შუახანს მიტანებული, დაღვინებული მწერალია. მთელი მსოფლიო მოუვლია, მრავალი ხელობა გამოუცვლია ათეულ ენას ფლობს, უამრავი რამ უნახავს და გამოუცდია.   
მის შემოქმედებას ეკუთვნის:
კვაჭი კვჭანტირაძე"-1924 წელი 
"ჯაყოს ხიზნები"-1925 წელი 
"თეთრი საყელო"- 1925 წელი 
"გივი შადური"- 1928 წელი 
"არსენა მარაბდელი"- 1932 წელი 
"ქალის ტვირთი"- 1936 წელი და სხავა.


მიხეილ ჭიაურელი 1894-1974

 
კინორეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი. 

 დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის თეატრებში მსახიობად, რეჟისორად და მხატვრად. 1921 წელს თბილისში დააარსა სატირის თეატრი. 1925-27 წლებში იყო მუშათა თეატრისა და ,,წითელი თეატრის” რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური თეატრის (ვასო აბაშიძის სახელობის) ფუძემდებელი. კინოში მოსვლამდე ქართულ სცენაზე შეასრულა 60-ზე მეტი როლი და დადგა 30-მდე სპექტაკლი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. მონაწილეობა მიიღო ფილმებში: ”არსენა ჯორჯიაშვილი”, ,,სურამის ციხე”, ,,ხანუმა”, და სხვა. მხატვრულად გააფორმა ფილმები: ,,სურამის ციხე” და ,,სამანიშვილის დედინაცვალი”. მისი რეჟისორობით გადაღებულია მხატვრული ფილმები: ,,უკანასკნელი საათი”, ,,საბა”, ,,უკანასკნელი მასკარადი”; პირველი ქართული ხმოვანი ფილმი ,,არსენა”, ,,დიადი განთიადი”, ,,გიორგი სააკაძე”, ,,ფიცი”, ,,ბერლინის დაცემა”, ,,ოთარაანთ ქვრივი”, ,,რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” და სხვა. 
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, ასევე ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მეადლი (1946).
თავდაპირველად დაკრძალეს კინოსტუდიის ეზოში, მოგვიანებით კი გადაასვენეს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.